Sunday, March 13, 2016

ინტელის პროექტი

ჩვენ პატარა მწერლები ვართ!

                                           კურსის რეფლექსია.
ამ პროექტის ფარგლებში განვიხილეთ  ცხრა მოდული.  ვისწავლეთ როგორ შვქმნათ ტექნოლოგიებით მდიდარი პროექტი, როგორ დავგეგმოთ ეფექტურად  სასწავლო ღონისძიებები. გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, როგორ დავგეგმოთ   სასწავლო პროექტი სტანდარტის გათვალისწინებით. გავეცანით შფასების სხვადასხვა მეთოდებს. დავამუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ვისწავლეთ როგორ შევქმნათ სასწავლო ნიმუშები. ვისწავლეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს მუშაობაში ინტერნეტსივრცე. გავეცანით თუ როგორ  შევქმნათ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები. როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა  და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. გავეცანით საავტორო უფლებებს. ვნახეთ  გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. ვისწავლეთ ფოსტის გამოყენება, საქაღალდის შეკუმშვა და გაგზავნა, როგორ ავტვირთოთ  დრაივში  ფაილები, ელექტრონული პორტფოლიოს განთავსება  ბლოგზე.





Sunday, February 21, 2016

მე-6 დღის რეფლექსია


მე-6 დღეს საკმაო ცოდნა დავაგროვეთ პროექტის დაგეგმვისა და კომპიუტერულიტექნოლოგიების გამოყენების მხრივ:

გავეცანით სტანდარტს, ვისწავლეთ როგორ გადავიტანოთ იგი ფაილში;
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და ამოვიწერეთ პროექტის შესაბამისი პუნქტები
გავეცანით ბლუმის ახალ ტაქსონომიას;
გავაანალიზეთ მიმართულების მიმცემი კითხვები;
გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას;
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები;
შევისწავლეთ საკვანძო კითხვების დასმის ტექნოლოგია;
გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს, ვისწავლეთ პრეზენტაციის ცხრილის დამზადება;
ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებზე, ვნახეთ საძიებო სისტემები;
გავეცანით საავტორო უფლებებს;
ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი;
ვისწავლეთ  ფოსტის გამოყენება, საქაღალდის შეკუმშვა და გაგზავნა.






Saturday, February 13, 2016

მესამე დღის რეფლექსია

პროექტის 3 დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.
გავეცანით  სასწავლო პროექტის გეგმას;
შევქმენით პორტფოლიოს  საქაღალდე, ვისწავლეთ მასში დოკუმენტების შენახვა;
გავეცანით პროექტზე  დაფუძნებული სწავლების  უპირატესობას;
გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მახასიათებლებს;
ვისწავლეთ როგორ შევქმნათ ეფექტური პროექტი;
ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება  პროექტებით სწავლების თემაზე;
გავეცანით ბუკლეტის შაბლონს და დავამზადეთ ბუკლეტი.