მე-6 დღეს საკმაო ცოდნა დავაგროვეთ პროექტის დაგეგმვისა და კომპიუტერულიტექნოლოგიების გამოყენების მხრივ:
გავეცანით სტანდარტს, ვისწავლეთ როგორ გადავიტანოთ იგი ფაილში;
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და ამოვიწერეთ პროექტის შესაბამისი პუნქტები
გავეცანით ბლუმის ახალ ტაქსონომიას;
გავაანალიზეთ მიმართულების მიმცემი კითხვები;
გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას;
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები;
შევისწავლეთ საკვანძო კითხვების დასმის ტექნოლოგია;
გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს, ვისწავლეთ პრეზენტაციის ცხრილის დამზადება;
ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებზე, ვნახეთ საძიებო სისტემები;
გავეცანით საავტორო უფლებებს;
ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი;
ვისწავლეთ ფოსტის გამოყენება, საქაღალდის შეკუმშვა და გაგზავნა.